LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალუჟნი: უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას, გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება

49
ზალუჟნი და უკრაინის არმია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას, გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება.

აღნიშნულის შესახებ ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ უკრაინელები აწარმოებენ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით მათ სახელმწიფოს 28-ჯერ აღემატება:

„ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია. რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს.

მხოლოდ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით გაუშვეს 55 ფრთოსანი რაკეტა Х-101 და ერთი საავიაციო მართვადი რაკეტა Х-59, ეს-300-ის 22 საზენიტო რაკეტა, Shahid-136-ის ტიპის ოთხი უპილოტო აპარატი და ერთი უპილოტო აპარატი „ლანცეტ-3.“ – აცხადებს ვალერი ზალუჟნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g