ზამთარში მაიკლ ფარის სმიტის რომანის „ნიკის“ ეკრანიზაციას ვიხილავთ, რომლის პერსონაჟიც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეთსბის“ გმირი, ნიკ კარუეი იქნება. სიუჟეტი სწორედ მის ირგვლივ განვითარდება და მოგვითხრობს იმ პერიოდზე, სანამ ის ლეონარდო დიკაპრიოს გმირის, მილიარდერ გეთსბის გაიცნობდა.
ავტორმა წიგნი „დიდი გეთსბის“ პრიქველად დაასახელა. აღსანიშნავია რომ ფილმი საზოგადიოებამ 2013 წელს იხილა. მისი თქმით, ის ყოველთვის განიცდიდა, რომ ნიკი მუდამ გეთსბის ჩრდილში იმყოფებოდა, ამიტომაც მან ნიკის მთავარ გმირად ქცევა გადაწყვიტა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ განასახიერებს ნიკის როლს.

