LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთარში Wizz Air ქუთაისი-რიგას მიმართულებაზე აღარ იფრენს

217
wizz-air-1024x576

Wizz Air ზამთარში ქუთაისი-რიგას მიმართულებაზე ოპერირებას აღარ განახორციელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ქუთაისი-რიგა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ფრენები არის სეზონური და ის ოქტომბრამდე ხორციელდება.

რაც შეეხება ზაფხულის სანავიგაციო პერიოდს, Wizz Air-ის ქუთაისი-რიგას მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს ჩვეულებრივ განაახლებს.

Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია ქუთაისი-რიგა-ქუთაისის მიმართულებაზე, სეზონის ბოლო ფრენას 23 ოქტომბერს შეასრულებს. რიგასთან ავიამიმოსვლა მარტის ბოლოდან განახლდება.

შეგახსენებთ, Wizz Air-მა ქუთაისიდან რიგასკენ ფრენა 2018 წლის 25 მარტს დაიწყო. ინფორმაციას avianews-ი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g