LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის კურორტებზე სასწრაფო დახმარების დამატებითი ეკიპაჟები გაიგზავნა

143
ბაკურიანი

სამედიცინო დახმარების დამატებითი ეკიპაჟები ზამთრის კურორტებზე – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ინფორმციით, ისინი ზამთრის ტურისტულ სეზონს სრულად მომზადებული ხვდებიან.

რა თანხებთან არის დაკავშირებული ზამთარში საქართველოში დასვენება

განსხვავებული ფასი აქვს კურორტებზე სასტუმროებს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ახალი წლისა და ე.წ. ძველით ახალი წლის პერიოდში ფასები შედარებით მაღალია და სასტუმროებიც გადატვირთულია, ამიტომ ნომრების დაჯავშნაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების დამატებითი ეკიპაჟები ყველა შესაბამის ლოკაციაზე სპეცმანქანებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს უზრუნველყოფენ“, – აცხადებენ უწყებაში.

11 ეკიპაჟი გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ზამთრის კურორტებზე უკვე გაემგზავრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g