ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დაიხურა. ერთი თვის განმავლობაში განხორციელებულ ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან გარიგებებში ინგლისური კლუბები მონაწილეობდნენ და არ მონაწილეობდა არც ერთი იტალიური კლუბი.
დამყარდა ერთი რეკორდი – ვირჯილ ვან დეიკი, რომელიც „საუთჰემპტონიდან“ „ლივერპულში“ 78,8 მილიონ ევროდ გადავიდა, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.
ზამთრის მთავარი ტრანსფერების სია:
ფილიპე კოუტინიო – „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ – 120 მლნ. ევრო
ვირჯილ ვან დეიკი – „საუთჰემპტონიდან“ „ლივერპულში“ – 78,8 მლნ. ევრო
ემერიკ ლაპორტი – „ბილბაოდან“ „მანჩესტერ სიტიში“ – 70 მლნ. ევრო
დიეგო კოშტა – „ჩელსიდან“ „ატლეტიკოში“ – 66 მლნ. ევრო
პიერ-ემერიკ ობამეიანგი – „დორტმუნდიდან“ „არსენალში“ – 63 მლნ. ევრო
ლუკას მოურა – პსჟ-დან „ტოტენჰემში“ – 28.5 მლნ. ევრო
ოლივიე ჟირუ – „არსენალიდან“ „ჩელსიში“ – 20 მლნ. ევრო
როს ბარკლი – „ევერტონიდან“ „ჩელსიში“ – 16,9 მლნ. ევრო
ალექსის სანჩესი – „არსენალიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ – გაცვლა
ჰენრიხ მხითარიანი – „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „არსენალში“ – გაცვლა