LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ლელა ქიტესაშვილს გამარჯვების შედეგებს ჰპარავენ

47

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის, განცხადებით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით ორი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რითაც, ფაქტობრივად, ლელა ქიტესაშვილს გამარჯვების შედეგებს ჰპარავენ.

ქუცნაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ 19 უბნის მიხედვით, ქიტესაშვილმა მეჭიაურს 24 ხმით მოუგო, ხოლო მე-20 უბნის მიხედვით, მას ხუთი ყალბი ბიულეტენი ჩაუდეს, დანარჩენი ხმებით უპირატესობა მოიპოვეს და, მთლიანობაში, მეჭიაურს გამარჯვებისთვის პლუს ერთი ხმა დაუსვეს.

სასამართლო დავაში მხარეს არ წარმოვადგენ, არც მოსარჩელე ვარ და არც საოლქო საარჩევნო კომისია. არასამთავრობო ორგანიზაციამ ოთხი რაღაცის ბათილობას მოითხოვდა და პირველმა ინსტანციამ ორი მოთხოვნის ბათილობა დაუკმაყოფილა. დანარჩენი ორი არ დაუკმაყოფილა, რითაც, ფაქტობრივად, ლელა ქიტესაშვილს გამარჯვების შედეგებს ჰპარავენ, რადგან 19 უბნის მიხედვით, ქიტესაშვილმა მეჭიაურს 24 ხმით მოუგო, ხოლო მე-20 უბნის მიხედვით, ხუთი ხმა ყალბი ბიულეტენი ჩაუდეს, დანარჩენი ხმებით უპირატესობა მოიპოვეს და, მთლიანობაში, მეჭიაურს გამარჯვებისთვის პლუს ერთი ხმა დაუსვეს. პროცესუალური მხარე არ ვარ, ამიტომ არანაირი ბერკეტი არ მაქვს იმისა, რომ ვიმოქმედო, რადგან არც საოლქო საარჩევნო კომისიას წარმოვადგენ და არც არასამთავრობო ორგანიზაციას. მიმაჩნია, რომ როცა ოთხი რამის ბათილობა იყო მოთხოვნილი და პირველი ინსტანციის სასამართლომ ორი დაუკმაყოფილა, ქიტესაშვილს 19 უბნის მიხედვით, 24-ხმიან გამარჯვებას ართმევს, ხოლო მე-20 უბნის მიხედვით, ხუთ ხმიან გამარჯვებას, – აცხადებს ქუცნაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g