LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ეს არ იყო მარტო ენმ-ის დაორგანიზებული აქცია, ეს იყო მთელი ე.წ. „ტროიკის“, ახლა ხაბეიშვილს შეაწმინდეს ხელი, ხაბე რა შუაშია? აბუჩად იგდებენ.. მთლად ასეც არ მემეტება ჩემი ხაბე

139
ზარქუ და ხაბუ

„ეს არ იყო მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული, ეს იყო მთელი ე.წ. „ტროიკის“, რომ გადაიმალნენ ახლა, რომ რცხვენიათ და გარეთ ვერ გამოდიან, იმათი დაორგანიზებული, ყველასი ერთად. ახლა ხაბეიშვილს შეაწმინდეს ხელი, ხაბე რა შუაშია? ხაბე მსხვერპლია მანდ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ხაბეიშვილი იმ გარემოცვის მსხვერპლია, რომელმაც ის დაარწმუნა, რომ ნამდვილად ლიდერია. ზარქუას თქმით, 9 აპრილს გამართული აქციით, საზოგადოებამ რადიკალებს კიდევ ერთხელ უარი უთხრა:

ხუნდაძე: ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ვერცხლისწყალივით გაიბნენ და როცა სჭირდებათ, შეერთდნენ

„ჩემი ხაბე არის მსხვერპლი, ჩემი ხაბე მოატყუეს და ასე შეატოვეს [აქცია]. მე მაგალითად, დეკემბერში მაქვს დაბადების დღე და ჩემს ხაბეს ვეპატიჟები, თამადად მინდა დავნიშნო, იქ გაცილებით მეტი ხალხი შეიკრიბება.

არ შეიძლება ასე, მობილიზება თვეზე მეტია დაწყებული აქვთ და ბოლოს, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა – ეს ხომ ნონსენსია. აბუჩად იგდებენ ამ ადამიანს და მთლად ასეც არ მემეტება ჩემი ხაბე, რომელიც გარემოცვის მსხვერპლია, სადაც აირჩიეს და დაარწმუნეს, რომ ნამდვილად ლიდერია და თავმჯდომარეა. იმ მელიას რას ერჩოდნენ, ამაზე მეტი კი გამოჰყავდა იმ კაცს და მეტი ძალა არ აქვთ და რა უნდა ქნან?

სხვათა შორის, ეს არ იყო მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, ეს იყო მთელი ე.წ. „ტროიკის“, ყველასი ერთად ორგანიზებული აქცია, რომ გადაიმალნენ ახლა, რომ რცხვენიათ და გარეთ ვერ გამოდიან – ახლა ხაბეიშვილს შეაწმინდეს ხელი, ხაბე რა შუაშია? ხაბე მსხვერპლია მანდ.

ინჯია: ლევან ხაბეიშვილი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და უფრო ეფექტური შეიძლება იყოს მისი მონაწილეობა სპორტში, ვიდრე პოლიტიკაში

რადიკალურ ოპოზიციას, კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა გაგილაწუნათ სახეში და გითხრათ, რომ თქვენი ადგილი, რადიკალიზმის ადგილი, ქართულ პოლიტიკაში არ არის და არ იქნება.

ვერასდროს გახდებით თქვენ ვერც გმირები, ვერც წინამძღოლები და ვერც „ეროვნული მოძრაობის“ წარმომადგენლები – მერამდენედ დაარქვეს ხომ [ეროვნული მოძრაობა]? როგორ ცდილობენ, ყველაფერი გააუფასურონ, რაც წმინდაა ჩვენი საზოგადოებისთვის – არ გაიშვას თქვენი გმირობა,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

დასმულ კითხვაზე, ვის შეიძლება გულისხმობდა ხაბეიშვილი, როდესაც განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ – თვითმარქვია, ირაკლი ზარქუამ უპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, შესაძლოა, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს გულისხმობდა.

თალაკვაძე: ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, აქციაზე მათი ლიდერებიც კი არ მივიდნენ, ეს არის სრული ჩავარდნა, ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო

„ზოგიერთს უნდა, იყოს მუხა, ზოგიერთს სურს, იყოს მეხი, ზოგიერთს უნდა, იყოს გაზაფხული, მაგრამ როლების განაწილებისას ამომრჩეველს ატყუებენ და იმედგაცრუება მოაქვს ოპოზიციური ამომრჩევლისთვის.“– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზარქუას აზრით, რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ხელმოცარულია, ვინაიდან, მათ ვერ გაიაზრეს, რომ რადიკალიზმს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება.

„არ ვიცი, ალბათ ჭიჭე ვაშაძეს გულისხმობს, ის ნამდვილად თვითმარქვიაა და ხელმოცარული, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ხელმოცარულია.

ვერ გაითავისეს, ვერ გაიაზრეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება რადიკალიზმს ამ ქვეყანაში, რადგან ჩვენ ეს ვნახეთ, გამოვიარეთ, ქართველმა ხალხმა ის ყველაფერი, რაც თავის თავზე გადაიტანა, გააცნობიერა კიდეც.

აქ ქართველი ქართველს რომ დაუპირისპირდეს და ტყვია-წამლით სდიოს, ეს წარსულს ჩაბარდა.“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თაკო ჩარკვიანი: დიქტატორი უნდა გადააგდო, ამ სიტყვის ნურავის შეეშინდება, აქ, 2003 წელს რევოლუცია მოხდა, თმის ბეწვი არ ჩამოვარდნია არავის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g