LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინჯია: ლევან ხაბეიშვილი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და უფრო ეფექტური შეიძლება იყოს მისი მონაწილეობა სპორტში, ვიდრე პოლიტიკაში

212
BeFunky-collage (1)

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეზე საუბრისას ამბობს, რომ უფრო ეფექტური შეიძლება იყოს ლევან ხაბეიშვილის სპორტში მონაწილეობა, ვიდრე პოლიტიკაში. ამის შესახებ ინჯიამ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ, გუშინ, 9 აპრილს, პარლამენტის წინ გამართული აქციის „ერთად ევროპაში“ კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ „ აქციაზე 300 ადამიანი იყო, დანარჩენი ჩამოყვანილი იყო“.

ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა გააცნო

„ქვეყანაში როცა ომი იყო და ზოგიერთი სიკვდილს უყურებდა, მაშინ ლევან ხაბეიშვილი, შეიძლება, ბაღში დადიოდა. ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და შეუძლია, სპორტში მიიღოს მონაწილეობა..

პოლიტიკაში, ნახავთ, ერთი წლის შემდეგ ვინ იქნება. მისი მოწვევით აქციაზე 300 ადამიანი იყო, დანარჩენი ჩამოყვანილი იყო და ვისი ფულით, ამას მალავენ. ადამიანს ჩხოროწყუდან რომ ჩამოიყვან, რაჭიდან გადმოატარებ, სასმელ-საჭმელი როგორ ხდება? ვინ დაიჯერებს, რომ თავისით მოვიდნენ? რამდენს მოიყვანენ?“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

თალაკვაძე: ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, აქციაზე მათი ლიდერებიც კი არ მივიდნენ, ეს არის სრული ჩავარდნა, ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g