LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა ოპოზიციას: „ხელმოცარულებისთვის შეთავაზება მაქვს, ვინც დეპუტატებისთვის ხელფასის მომატების წინააღმდეგ გაილაშქრებს, თუ შემდეგ პარლამენტში მოხვდება, მომატებულ ხელფასზე უარი თქვას“

164
Untitled design

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებისთვის ხელფასების მომატების შესახებ კანონპროექტი წარადგინა. დოკუმენტის განხილვის დროს, ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ და მათ მოუწოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის წინააღმდეგ წავლენ, დაწერონ განცხადება, რომ მომატებულ ხელფასებს არ მიიღებენ.

მომავალი მოწვევის პარლამენტში, დეპუტატებს შესაძლოა, ხელფასი გაეზარდოთ

ზარქუას თქმით, „არავის მისცემენ საშუალებას, რომ აღნიშნულ თემაზე ქულები დაიწერონ“.

„ჩვენ რომ გვყავს პარლამენტში და პარლამენტს მიღმა მავნებლები და ხელმოცარულები, მათთვის შემოთავაზება მაქვს. 2011-2012 წელს, მათი მმართველობის დროს, მათ ფიქსირებული ხელფასი ჰქონდათ და კიდევ ემატებოდათ პრემია-დანამატები. დეპუტატებისთვის ხელფასების მომატება არ ეხება ჩვენს ახლანდელ, მე-10 მოწვევის პარლამენტს.

ეს ეხება მათ, ვინც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, რომელი პარტიებიც შევლენ პარლამენტში, მათ ხელფასზეა საუბარი.

შემოთავაზება მაქვს ხელმოცარულებისთვის, რომლებიც ახლა ცდილობენ, ეს თემა გაიტანონ ინტერპრეტაციებით, ვიწროპარტიული ინტერესები მოარგონ და ქულები დაიწერონ. არ აქვს მნიშვნელობა, ვიქნები თუ არა მომავალ პარლამენტში, სადაც უნდა ვიყო, ყველას მოვუწოდებ, ვინც ოპოზიციიდან ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს, შემდეგ პარლამენტში თუ მოხვდებიან, დაწერონ განცხადება და მომატებულ ხელფასზე უარი თქვან.

არავის მივცემთ საშუალებას, რომ ამაზე ქულები დაიწერონ. ჩვენ გავიარეთ ეს ეტაპი: „ხელფასს არ ავიღებთ“, „არ შემოვალთ“, შემდეგ რომ გვთხოვდა განცხადებას და სასამართლოში რომ გვიჩიოდა, მაგალითად, შალიკო „ჩემი ხელფასი დამიბრუნეთო“. მანამდე ამბობდა, ყეყეჩობდა, არ მინდა მაგათი ხელფასიო. სამწუხაროდ, ასეთი ორპირი, ორმაგი სტანდარტის პოლიტიკოსებით სავსეა ჩვენი ოპოზიცია. ყველას არ ვეხები, უმრავლესობა“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისათვის, 2 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დააინიცირა ცვლილება, რათა მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურება შესაბამისობაში მოვიდეს იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის დადგენილი. პაპუაშვილის თქმით, „დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის იმ სტრუქტურებში“.

„პარლამენტში, „ქართული ოცნებიდან“ 28 ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია – სამჯერ მეტი არაოფიციალური მილიონერი.. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ხელფასი მაღალი იქნება თუ დაბალი“ – რომან გოცირიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g