ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულ პირებს დახმარებას სთავაზობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აკადემია მზად არის, დაზარალებულებს სასტუმროს ტიპის ოთახები გამოუყოს.
ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ზაზა ფაჩულიას აკადემია იზიარებს დღეს, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი აკადემია მზად არის მოკრძალებულ, სასტუმროს ტიპის ოთახებში მოათავსოს დაზარალებულები. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ! დაგვიკავშირდით – 595 225595“.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2273914279516255&id=1675003786073977&__xts__[0]=68.ARAkSqgjQ6A6fX8yzkhr-A9HNuOMosVzTfp58BLCN9HRGvW5U9nMN8mSCK86qVvqiOWAFd9g0J-j_6Mpzz3rM06T7abuzcdH6-aKI4TjnEOAyUltLl7ECAKGYhcI_6BbgNato38V-KAM1ata4-tz35Wko4cDlIu3MDoxhMUIbS016aEMunXDjq9Wf2kO40k5cwPfZasCoiMLN7hNz9lYRoaR6D7hRp322IpLpE-5XYG-idQu1jgUD5AobcrnNFp9IZr8_USf-7ibudJ-N-GRUdwYbDY0zwZflRplmagZ5RxZsO2-TcGH90j7uCWqtruwur3Hc-4OtItn76ARcaKUgaMr&__tn__=-R
თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.პრემიერ მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
სახელმწიფო დროშა დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.