LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძის საქმე არის გულსატკენი მაგალითი, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში: აშშ-ს ელჩი

59
1

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საქმეს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში.

ელჩმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მიმართ, შეერთებული შტატები ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს:

“მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება მომეცა, ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში. ამას თავის შედეგები ექნება. ეს მაძლიერებს, დავადასტურო აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მიმართ.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი, უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და უნდა შეცვალოს მიერ მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება.” – აღნიშნა ელჩმა.

დეგნანმა ასევე ისაუბრა იმ კომუნიკესა და დეკლარაციის შესახებ, რომელიც ნატოს დღევანდელ სამიტზე გამოქვეყნდება და რომელიც ყველა მოკავშირის მიერ იქნება შეთანხმებული. მისი თქმით, ეს ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში:

“ვფიქრობ, კომუნიკე, დეკლარაცია, რომელიც დღევანდელ სამიტზე გამოქვეყნდება და რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა მოკავშირის მიერ, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში. იქნება ჩანაწერები საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ასევე ბუქარესტის სამიტის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. არის ნათელი გზავნილები რუსეთისთვის, რომ შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები, რომ ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებიც ხშირად გვესმის, შეწყდეს. იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი ნატო-სგან განგრძობითი მხარდაჭერის შესახებ.” – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები