„ვაკის პარკის“ სოლისტი, ზაზა ხუციშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს „მაესტროს“ წლების წინანდელ პროექტებზე, რომლის გამოც პლაგიატორი უწოდეს. ის წერს:
„მეგობრებო!
სრულიად დაუმსახურებლად კიდევ ერთხელ მიწოდეს პლაგიატორი!
ვიცი, რომ არ უნდა ავყვე,მაგრამ იმისთვის, რომ მომავალში საკუთარი თავი ჩიხში არ შეიყვანონ და უცოდინრობა არ გამოამჟღავნონ, განმარტებას ვაკეთებ!
2000-2002 წლებში სტუდია „მაესტრომ“ განახორციელა პროექტები „საუკუნის ნოსტალგია“ 1,2 და3. გასული საუკუნის ცნობილი „ჰიტები“ ითარგმნა ქართულად და შეასრულეს ქართველმა მომღერლებმა.
მეამაყება,რომ ამ ტექსტების 90% მე ვთარგმნე და ვფიქრობ, ბევრი მათგანი კარგი გამომივიდა. ასეთი პრაქტიკა მსოფლიო შოუბიზნესში დიდი ხანია არსებობს.
„My way“ ფრანგული სიმღერაა,რომელიც პოლ ანკამ ინგლისურად თარგმნა და იმღერა, თუმცა ფრენკ სინატრას გენიალურობის გამო, მისი ვერსია უფრო პოპულარული გახდა! ფრენკ სინატრა პლაგიატორია? სად გინახავთ,რომ „სმოკის“ სიმღერაზე მეთქვას, რომ ჩემი დაწერილია?
საუკეთესო სურვილებით, ზაზა ხუციშვილი“.