LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ხუციშვილი: „ზოგადად, როცა შოუბიზნესი დამოკიდებული ხდება ხელისუფლებასა და მათ შეკვეთებზე, იქ ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ხოლმე…“

549
ზაზა-ხუციშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მუსიკოსი, ზაზა ხუციშვილი, რომელმაც გრანდიოზულ საიუბილეო კონცერტსა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. კონცერტი დღეს, 13 მაისს, ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში გაიმართება.

ზაზა ხუციშვილი საიუბილეო კონცერტს 13 მაისს გამართავს: „მართალია, 60 წელი მისრულდება, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჯერ ყველაფერი წინ არის და კიდევ უამრავი თავგადასავალი მექნება…“

გრანდიოზულ საიუბილეო კონცერტს მართვავ…

მინდა, რომ არავინ გამომრჩეს. 50 წლის იუბილე მაქვს. შევარჩიეთ ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზი ბელიაშვილზე. ის დიდი არ არის, ამიტომ სტუმრების რაოდენობა შეზღუდული იქნება. კონცერტზე იმღერებენ რომა რცხილაძე, მერაბ სეფაშვილი, ტატო ჯაფარიძე, გელა გნოლიძე, „ნალი ბენდი“.

გავიხსენოთ შენი ბავშვობა და შემდგომი პერიოდი…

დავიბადე თბილისში. დავამთავრე სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს განხრით. ვიყავი საკმაოდ ცუდი მოსწავლე, სპორტით გახლდით დაინტერესებული. შემდეგ იყო ბაბინები და მუსიკის მოსმენა. ძალიან კარგად მახსენდება ის ყველაფერი. დღევანდელ ახალგაზრდობას რომ ვუყურებ, გული მწყდება, კომპიუტერმა ეს ახალგაზრდობა ჩაკეტა. დავუბრუნდეთ მუსიკას. შემდეგ დავინტერესდი გიტარით, დავდიოდი კონცერტებზე. იყო „ბითლზების“ მიბაძვის პერიოდიც, თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ თავად რაღაცის შექმნა უკეთესია. დღემდე მამაჩემი ნაყიდ გიტარაზე ვუკრავ, უკვე 40 წელია.

ვაკის პარკის“ შესახებ გვიამბე…

ეს იყო 1996 წლის გაზაფხული, ქვეყანაში ცოტა მილაგდა სიტუაცია. შოუბიზნესშიც გამოჩნდა უამრავი ჯგუფი, „სახე“, ასევე ირაკლი ჩარკვიანი. საბოლოოდ 2000 წელს შეიკრა ჯგუფი საბოლოო შემადგენლობით. იყო როგორც წარმატების, ასევე ნაკლებად წარმატებული და აქტიური წლები. ზოგადად, როცა შოუბიზნესი დამოკიდებული ხდება ხელისუფლებასა და მათ შეკვეთებზე, იქ ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ხოლმე.

პირველი წარმატება…

პირველივე ფესტივალზე წარმატება მოვიპოვეთ. მე უკვე მქონდა დაწერილი რამდენიმე სიმღერა. ნამუშევარი „გნებდები“ ძალიან პოპულარული გახდა, ასევე „მე და შენ ორნი“. ირაკლი სანაიას გაუჩნდა იდეა, სიმღერა, „გაზაფხული შემოსულა ლენ“ გადაგვეკეთებინა. ის ძალიან წარმატებული გახდა, ამიტომ წამოვიდა იდეა, გაგვეკეთებინა ძველი სიმღერებით დაკომპლექტებული ალბომი. ის პერიოდი იყო ძალიან წარმატებული ჩვენთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები