LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

86

ზაზა ნადირაძე პირველი ქართველი ნიჩბოსანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიგო! 23 წლის სპორტსმენმა ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში, ერთადგილიანი კანოეთი მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლით დაიმშვენა მკერდი!

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბელარუსმა არტიომ კოზირმა მოიპოვა. მან 200-მეტრიანი დისტანცია 38,161 წამში დაფარა. ზაზა გამარჯვებულს მცირედით ჩამორჩა – 38,439 წამი, მესამე ადგილი კი ირანელმა ადელ მოჯალალიმოჩადამიმ მოიგო – 38,605წმ.

პირველ დიდ წარმატებას მცხეთელმა სპორტსმენმა 2014 წელს მიაღწია: გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა, იმავე წელს, უნგრეთში, 23-წლამდელთა ევროპირველობაზე კი მესამე ადგილი დაიკავა. მისი ეს ბრინჯაოს მედალი ქართველი ნიჩბოსნებისთვის პირველი ჯილდო გახლდათ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში… 2016 წელს ზაზამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იზეიმა: კიდევ ერთხელ მოიგო ბრინჯაო 23-წლამდელთა ევროპირველობაზე, წლეულს, ევროპის ჩემპიონატზე კი კვლავ მესამე იყო…

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კიდევ ორმა სპორტსმენმა იასპარეზა. მარიამ ქერდიკაშვილმა და ნატო ჩხუტიაშვილმა ორადგილიანი კანოეთი 500 მეტრზე დისკვალიფიკაცია მიიღეს, ქერდიკაშვილმა კი ერთადგილიანით 200 მეტრზე საკვალიფიკაციო მე-7 ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში გადასულმა ისევ მე-7 ადგილი დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g