LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ოქუაშვილი ”ფილიპ მორისთან” დაკავშირებით: გადაწყვეტილება იქნება ურთიერთსასარგებლო

93

”ფილიპ მორისის” პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება ურთიერთსასარგებლო. ამის შესახებ ”ფორტუნას” ”ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განუცხადა.

”ფილიპ მორისთან” ჩვემ ვმუშაობთ, ალბათ, უკვე 25 წელიწადზე მეტია, ამიტომაც გადაწყვეტილება იქნება ურთიერთსასარგებლო. ჩვენ ვართ დიდი ხნის  კარგი, ძალიან ნაყოფიერი პარტნიორები და თანამშრომლები”, – აღმიშნა ოქუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”ფილიპ მორისის” პროდუქციის ქვეყანაში იმპორტი ზოგიერთი ტექნიკური მიზეზის გამო დროებით შეჩერებულია.

შეგახსნებეთ, მიმდინარე წლის იანვრიდან  საქართველოში აღარ შემოდის ”ფილიპ მორისის” პროდუქცია. კომპანიამ გადაწყვიტა სადისტრიბუციო კომპანია შეეცვალა და ”ომეგა ჯგუფის” ნაცვლად საკუთარი სიგარეტების დისტრიბუცია ”ჯიდი ჯგუფისთვის”  მიეცა, თუმცა ”ომეგა ჯგუფმა” ”ფილიპ მორისის” ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g