LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე: „არავინ იცნობს ამათ ორმაგ სტანდარტს ისე, როგორც ჩემი ოჯახი… კანონის მიღებით ნელ-ნელა დასრულდება არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედია“

255
ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აკრიტიკებს.

აღნიშნულ პოზიციას სარალიზე საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სამწუხაროდ ე.წ. რუსულ კანონზე, არ შეიძლება ერთი სიტყვით ლაპარაკი.

გამჭვირვალობა არ გინდათ? გვინდა, როგორ არ გვინდა… ყველაფერში გამჭვირვალობა გვინდა, დაწყებული ხელისუფლების მაღალჩინოსნების შემოსავლებიდან, დამლაგებლამდე დამთავრებული. ყველა თეთრი უნდა იცოდეს მოქალაქემ სად მიდის მისი ჯიბიდან ამოღებული ფული (იმიტომ რომ ბიუჯეტიდან იღებენ შემოსავალს,რომელსაც ჩვენ გლეხები ვავსებთ).

არავინ გამოხტეს ახლა და დაიწყოს ბაიათები,მანახე სად არის კორუფციაო,მაგას თუ ვერ ხედავთ, სალაპარაკოც აღარაფერია.

2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს ჩემი შვილი რასაც დაუყოვნებლივ  მოჰყვა ცილისმწამებლური ნარატივი და მოკლული შვილის გაშავება და ჩვენი ოჯახის ამოთხრა-ამოძირკვა: ჯერ ერთი მხარე ესროდა ტალახს (ე.წ. ქოცბანდა და შემდეგ ე.წ. ნაცბანდა. ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა).

რომ არ ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და მისი კეთილსინდისიერი გუნდი, რომ არ ყოფილიყო ქალბატონი ნესტან ლონდარიძე, რომელმაც გადადო გვერდზე პირადი ცხოვრება და ჩემს განადგურებულ ოჯახს ფეხზე წამოდგომაში და ცხოვრების ფერხულში დაბრუნებაში დაეხმარა (ამის სანაცვლოდ არა ერთი დარტყმა მიიღო მისმა ოჯახმა ხელისუფლებიდან).

სიტყვებიც კი ზედმეტია ნესტანის და მისი თანამშრომლების მიმართ მადლობის გამოსახატად.

ერთი თეთრიც კი არ გადამიხდია არც მე და არც ჩემებს რა მომსახურებაც მათ გამიწიეს და მიწევენ (ძალიან კარგად იცით ყველამ რა ჯდება ფინანსურად ეს მომსახურება).

ანალოგიური სიტყვებით შემიძლია ვისაუბრო ტელევიზიებზე, რომლებმაც არ დაიზარეს და ჩვენი ტკივილი დაანახეს ქვეყანას, თუ როგორ გვთელავდნენ ხელისუფლების ე.წ. ტროლები და თავად ხელისუფლება, რომელიც ანალოგიურ საქმეებზე დაყრდნობით მოგვევლინა ხელისუფლებაში.

არავინ იცნობს ამათ ორმაგ სტანდარტს ისე, როგორც ჩემი ოჯახი.

ამ კანონის მიღებით ნელ-ნელა დასრულდება არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიასაშუალებები, რაც მოხდა რუსეთში და ფაქტი სახეზე გვაქვს.

ყველას უჩნდება კითხვა, რატომ დასრულდება? კეთილი საქმის კეთებას ვინ უშლის???

ამის პასუხი ყველაზე ნათელია კანონის ჩანაწერში……

დანარჩენი მოგვიანებით”, – წერს ზაზა სარალიძე.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

სამწუხაროდ ე.წ."რუსულ კანონზე", არ შეიძლება ერთი სიტყვით ლაპარაკი (გამჭირვალობა არ გინდათ?) გვინდა როგორ არ…

Posted by Zaza Saralidze on სამშაბათი, 23 აპრილი, 2024
magti 5g