ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ზაზა სარალიძე პოლიციამ დააკავა.
ინფორმაციას ადასტურებს მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. ადვოკატი ამ წუთებში დეტალებს არკვევს.
„დამირეკეს სარალიძის ახლობლებმა და მითხრეს, რომ ზაზა დააკავეს. ჯერ არ ვიცი სად და რის საფუძველზე წაიყვანეს ის. არც ის ვიცი, სად მოხდა დაკავება,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.
როგორც ცნობილია, სარალიზესთან ერთად პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
„ფორტუნა“ ინფორმაციის გადამოწმებას შსს-შიც ცდილობს, თუმცა უწყებაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე უკვე 2 თვეა, რაც პარლამენტის წინ აქციებს მართავს.