LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე: გამოძიებაც კი არ იყო დასრულებული, როდესაც შოთაძემ ღიად განაცხადა, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდებოდა

57

გამოძიებაც კი არ იყო დასრულებული, როდესაც შოთაძემ ღიად განაცხადა, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდებოდა – ეს განცხადება დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ,  რუსთავი 2 -ის გადაცემა არჩევანის ეთერში გააკეთა. ზაზა სარალიძის თქმით, თავიდანვე ცდილობდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი ბრალდებული მიეყვანათ საბოლოო განაჩენამდე. მისივე განცხადებით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ მოზარდების დაჭრაში ორზე მეტი პირი მონაწილეობდა. ზაზა სარალიძე კიდევ ორი ადამიანის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.

„გამოძიებაც კი არ იყო დასრულებული, როდესაც შოთაძემ ღიად განაცხადა, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდებოდა, კატეგორიულად განაცხადა, რომ არ გაიზრდებოდა. ფაქტია, თავიდანვე ცდილობდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი ბრალდებული მიეყვანათ საბოლოო განაჩენამდე, რასაც არანაირად არ ვეთანხმები. კი ბატონო, ეს ორი ადამიანი არის დამნაშავე, მიიღო დაჭრაში მონაწილეობა, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, თუ რა წვლილი მიუძღვის დანაშაულში, მაგრამ არის კიდევ ორი ადმიანი, რატომ მალავენ, რატომ აფარებენ ხელს, რომელიც აბსოლუტურად ნათლად ჩანს საქმის მასალებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები