თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე შევიდა.
შესვლამდე სარალიძეს არ გაუკეთებია განცხადება, თუ ვის ხვდება უწყებაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ხვდება.
გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძის შესვლამდე, უწყების შენობასთან ინციდენტი მოხდა. ზაზა სარალიძეს, რომელიც პროკურატურის ეზოში შევიდა და შეხვედრას ითხოვდა, ტერიტორია დაატოვებინეს და განაცხადეს, რომ პროკურორები მას სამშაბათს შეხვდებოდნენ. ამის შემდეგ ზაზა სარალიძემ თვითდაზიანებები მიიყენა.
