LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა წერეთელი: „რამდენიმე საათის წინ პოლიომიელიტის შემთხვევა გამოვლინდა ნიუ-იორკის გარეთ“

710
BeFunky-collage

“რამდენიმე საათის წინ პოლიომიელიტის შემთხვევა გამოვლინდა ნიუ-იორკის გარეთ და დადასტურდა ფედერალური ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ”,- ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ავრცელებს საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე.

„ეს არის დაავადების პირველი ცნობილი შემთხვევა ქვეყანაში სულ მცირე 30 წლის განმავლობაში.

ტესტირებამ აჩვენა, რომ როკლენდის ოლქის შემთხვევა უცხოეთიდან დაბრუნებულ პიროვნებას დაუდგინდა“,- წერს ზაზა წერეთელი.

პოლიომიელიტი დამბლის გამომწვევი და პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადებაა, რომელსაც პოლიოვირუსი იწვევს. პოლიოვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იჭრება და საათების განმავლობაში შეიძლება სრული პარალიზება გამოიწვიოს. მას ნებისმიერი ასაკის ადამიანის დაავადება შეუძლია, მაგრამ განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან 5 წლამდე ბავშვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g