უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ფრონტის ყველა მიმართულებით წინ წავიდნენ.
„ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მოწინავე პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების ზონები. დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს ვუსურვე მსგავსი დღეები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ის დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს ეწვია.
პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც ახლა იბრძვიან, საბრძოლველად ემზადებიან, ჯარისკაცებს წვრთნიან და მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობენ.
„გმადლობთ! მე ვამაყობ თქვენით! დიდება თქვენ, ჩვენო გმირებო! და მარადიული და ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
