უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასიური სარაკეტო თავდასხმაზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტების უმეტესობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგაა.
“გასაგებია რა სურს მტერს, ის თავისას ვერ მიაღწევს, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში კიდევ 20 სარაკეტო დარტყმაა მოსალოდნელი.
„ამიტომ ძალიან გთხოვთ: თავს გაუფრთხილდით და გარკვეული დრო თავშესაფარში იყავით. ვიცი, რომ დარტყმების გამო ბევრ ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა. ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს გადავიტანთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.