საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ 15 ნოემბერს რუსმა დამპყრობლებმა ასამდე რაკეტა გაისროლეს უკრაინის მიმართულებით, რითაც გადააჭარბეს 10 ოქტომბრის მასობრივ სარაკეტო თავდასხმას, როდესაც ოკუპანტებმა უკრაინაში 84 რაკეტა გაისროლეს.
„საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ეს არის მასობრივი სარაკეტო თავდასხმა. კრიტიკული ინფრასტრუქტურა პირველი სამიზნეა. მაგრამ, სამწუხაროდ, რაკეტები საცხოვრებელ შენობებსაც მოხვდა”, – განაცხადა იგნატმა.