რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რაკეტები ორ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აფეთქებები ისმის კიევში, ლვოვში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში.
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ქვეყანაში ენერგომომარაგების კუთხით კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო კი აცხადებს, რომ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ქვეყანაში ენერგომომარაგების კუთხით კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი.
„რუსმა ტერორისტებმა ისეv მიიტანეს დაგეგმილი დარტყმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. სიტუაცია კრიტიკულია. ყველაზე მეტი რაკეტა ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქში სიტუაცია ძალიან მძიმეა, შემოვიღეთ სპეციალური გრაფიკი ავარიული გათიშვებითვის, „უკრენერგო“ იძულებულია დაიწყოს, დენის საგანგებო გათიშვა, რათა ენერგოსისტემის დაბალანსება მოხდეს და თავიდან იყოს აცილებული აღჭურვილობის ავარიული გათიშვა“, – წერს ტიმოშენკო ტელეგრამ არხზე.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მასიური თავდასხმა პასუხია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლაზე G20-ის სამიტზე.