LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი – რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების მიუხედავად, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია ბარბაროსული დაბომბვის ქვეშ იმყოფება

186
zele

კიევში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლიდან, მათ შორის „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი განიხილეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვების მიუხედავად, მარიუპოლში საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია რუსული არმიის ბარბაროსული დაბომბვის ქვეშ იმყოფება“, – განუცხადა ზელენსკიმ მედიას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციის გამო სასწრაფო მოლაპარაკებებისთვის მზადაა და იმედოვნებს, რომ გაეროს გენერალური მდივნის მონაწილეობა ამ მისიაში ეფექტური იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g