LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: „ყირიმი უკრაინას ელოდება, ოკუპაცია ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება“

55
Untitled design (2)

„ყირიმი ოკუპაციისგან უნდა გავათავისუფლოთ. ყველაფერი ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დეოკუპაციის შემდეგ ყირიმი უკრაინასთან ერთად ევროკავშირის ნაწილი გახდება:

„ვიცი, რომ ყირიმი უკრაინასთან არის და ელოდება ჩვენს დაბრუნებას. მინდა იცოდეთ: ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით.

იმისთვის, რომ დავძლიოთ ტერორი, დავაბრუნოთ უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ უნდა მოვიგოთ ბრძოლა რუსეთის აგრესიასთან. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყირიმი ოკუპაციისგან. სადაც ეს დაიწყო, იქ დასრულდება. და ეს იქნება საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის ეფექტური რეანიმაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსულ შეიარაღებასთან ერთად ნახევარკუნძული სერიოზული გარემოსდაცვითი საფრთხეების წინაშე დადგა, რადგან მოხდა ბუნების უპრეცედენტო განადგურება, განადგურდა მოქალაქეთა სოციალური ცხოვრება, ეკონომიკა დაეცა, ძეგლების დემონტაჟი მოხდა და როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, რომელიც ოკუპირებულ ყირიმშია დისლოცირებული, დაბლოკა ჩვენი პორტები, ამან გლობალური კრიზისი გამოიწვია.

რუსეთმა ასევე დაარღვია ადამიანების უფლებები, ყირიმელების უფლებები, რომლებიც არიან უნიტარული უკრაინის სახელმწიფოს მოქალაქეები. მიუხედავად ამისა, უკრაინა არის საკმარისად ძლიერი, რომ დაინახოს უკრაინული ყირიმის პერსპექტივა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g