LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: „მე არ შემეხება, ომი სადღაც აფხაზეთსა და ოსეთშია – ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასშია – ეს უკრაინელების პრობლემაა“ – სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება

46
BeFunky-collage (3)

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ მიმართვაში რუსული აგრესიის შედეგებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “აგრესორი აგრძელებს ტერორს”. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 30-ზე მეტი კამიკაძე დრონი გაუშვა.

მისივე თქმით, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 500 სარაკეტო დარტყმა განახორციელა და 8 000 ავიაიერიში მიიტანა.

“ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა 1945 წელს, 80 წლის შემდეგ ხელახლა იბადება ფერფლიდან. როგორ? შეუმჩნევლად. თანაც ძალიან სწრაფად. როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს. მომენტალურად. მყისიერად მოდის ახალი დღე და ახალი ბოროტება. სწორედ იმ მომენტში, როცა სამყარო ვერ ამჩნევს.

ზოგს ეძინება, ზოგს ღრმად სძინავს. ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ზოგს არ აინტერესებს და ზოგადად, ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: მე არ შემეხება. ომი სადღაც შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში – ეს მოლდოველების პრობლემაა. სადღაც აფხაზეთსა და ოსეთშია – ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასშია – ეს უკრაინელების პრობლემაა. ჩვენ არ შეგვეხება, არ დაგვაზარალებს, ჩვენთან არ მოვლენ. სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g