უკრაინამ 557 ე.წ. “კანონიერი ქურდის” წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ეროვნული უშიშროებისა დ თავდაცვის საბჭომ მიიღო ათთვიანი გამოძიების საფუძველზე.
შეზღუდვები აღნიშნულ პირებზე აქტივების დაბლოკვას, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, ვიზაზე და მოქალაქეობაზე უარის თქმასა და ქვეყნიდან იძულებით გაძევებას გულისხმობს.