LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ უკრაინის 6 ქალაქს გმირის საპატიო წოდება მიანიჭა

83
ზელენსკი-768x512-620x330

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ექვს ქალაქს ოფიციალურად მიანიჭა გმირის ქალაქის საპატიო წოდება.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„გადავწყვიტე, ჩვენი გმირები, ჩვენი გმირი ქალაქები განსაკუთრებული ტიტულით აღმენიშნა, როგორც ადრე იყო, როდესაც მათ დაამარცხეს მორიგი შემოსევა, მაგრამ მსგავსი და არანაკლებ სასტიკი შემოსევა“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გმირი ქალაქის ტიტულები მიენიჭა:

  • ხარკოვს
  • ჩერნიგოვს
  • მარიუპოლს
  • გოსტომელს
  • ვოლნოვახას
  • ხერსონს

მე-12 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

mazda magti 5g