LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის სამშვიდობო ხელშეკრულება არ სჭირდება, მისთვის მშვიდობა დასასრულია: მედვედევი

290
Untitled design (1)

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს არანაირი სამშვიდობო ხელშეკრულება არ სჭირდება.

ამის შესახებ დიმიტრი მედვედევი “ტელეგრამის” საკუთარ არხზე აცხადებს და აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მშვიდობა დასასრულია.

მედვედევის თქმით, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გაჭიანურება ზელენსკისთვის “სამსახურის შენარჩუნების” საშუალებაა.

ის აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, უკრაინის პრეზიდენტი გააგრძელებს “ვედრებას, მიიღოს ფული და იარაღი  დასავლეთისგან:

“ზელენსკის სამშვიდობო ხელშეკრულება არ სჭირდება. მისთვის მშვიდობა დასასრულია. დასასრული ან სწრაფი – ნაცისტებისგან, რომლებიც მას ჩამოახრჩობენ მოსკოველებთან შეთქმულების გამო, ან უფრო ნელი – კონკურენტებისგან”, – აცხადებს მედვედევი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g