LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის 480 000 ლარი დაიხარჯება

351

300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ოჟიოს გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

საქართელოს მელიორაციის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში 4 კილომეტრამდე დახურული საირიგაციო ქსელი მოეწყობა.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 480 000 ლარს შეადგენს, თებერვალში დასრულდება. შედეგად მუნიცპალიტეტის 2 სოფლის – ოჟიოს და ხორხელის მოსახლეობა აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს.

სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი გაეცნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g