ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.
ფაქტს “ფორტუნასთან” შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
მათივე თქმით, ბავშვი ამ დროისთვის კონტაქტურია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.