LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთს იტალიური კომპანია ააშენებს

236

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 15კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო-ოსიაური ჩუმათელეთის (ლოტიII) მშენებლობასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და იტალიური სამშენებლო კომპანიის ASTALDI S.P.A წარმომადგენელმა ანდრეა დენეზემ მოაწერეს ხელი.

”ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 15კმ-მდე გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გავალთ რიკოთის გვირაბთან. პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) აფინანსებს. ხელშეკრულების ღირებულება 353 729 415 ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g