LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზენდაიას ტრიუმფი და ამანდა სეიფრიდის პირველი პრიზი – ლოს-ანჯელესში „ემის“ გამარჯვებულები გამოავლინეს

91
ზენდაია

გუშინ ლოს-ანჯელესის „მაიკროსოფტის თეატრში“ „ემის“ სატელევიზიო პრემიის, რიგით 74-ე ცერემონია გაიმართა. წლევანდელი დაჯილდოება განსაკუთრებით ვარსკვლავური იყო. საღამოს უპირობო ვარსკვლავი ზენდაია გახდა, რომელმაც ,,ქალის საუკეთესო როლისთვის” ჯილდო უკვე მეორედ მიიღო. ამით ის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული, რომელმაც „ემი“ ზედიზედ მეორედ მიიღო. საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში გამარჯვებული სერიალი „მემკვიდრეები“ გახდა. მინი-სერიალის კატეგორიაში, კი სერიალი, ,,თეთრი ლოტოსი“. ამავე კატეგორიაში, საუკეთესო მსახიობად ამანდა სეიფრიდი და მაიკლ კიტონი დასახელდნენ, ასევე თავისი პირველი „ემი“ მიიღო ჯენიფერ კულიჯმა.

გამარჯვებულთა სია ასეთია

საუკეთესო დრამატული სერიალი –  „მემკვიდრეები“

საუკეთესო კომედიური სერიალი –  „ტელ ლასსო“

საუკეთესო მინი-სერიალი – „თეთრი ლოტოსი“

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში – ლი ჯონ-ჯე

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი დრამატულ სერიალში – მეთიუ მაკფეიდენი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – ზენდაია

ქალის მეორეხარისხოვანი როლი დრამატულ სერიალში – ჯულია გარნერი

წლის მსახიობი მამაკაცი  მინი-სერიალში –  მაიკლ კიტონი

წლის მსახიობი ქალი  მინი-სერიალში – ამანდა სეიფრიდი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები