ზესტაფონის რაიონის, სოფელ ფუთის მცხოვრებ 30 წლის ცისნამი (ნინი ) სეფერიძეს 6 თებერვლიდან ეძებენ.
როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ცისნამი წარმოშობით ბათუმიდანაა და ზესტაფონშია გათხოვილი. ჰყავს სამი შვილი (ორი გოგო და ერთი ბიჭი).
„ცისნამი 6 თებერვალს, საღამოს 10 საათზე გავიდა სახლიდან. წერილი არ დაუტოვებია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სახლიდან გასვლისას გოგონები გადაუკოცნია და უთქვამს, მალე მოვალო. ეცვა გრძელი შავი ქურთუკი. გვიანობამდე რომ აღარ გამოჩნდა, მისი დაკარგვის შესახებ ვაცნობეთ პოლიციას. ჯერჯერობით კვალს ვერ მიაგნეს.
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ძალიან გთხოვთ, დარეკეთ ამ ნომრებზე. 557964903 , 558208313“ – უყვება „ფორტუნას“ ცისნამი (ნინი ) სეფერიძის ახლობელი.