LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო

103
ზესტაფონ

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი, ქუთაისის შემდეგ, ზესტაფონშიც გაიხსნა. ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.

იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 500-მდე ადამიანს აცრიან.

სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერთან ერთად მეორე საჯარო სკოლაში მივიდა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას.

„იმერეთში უკვე მეორე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გავხსენით ზესტაფონში. აღნიშნული სივრცე მოგვცემს საშუალებას დღის განმავლობაში დაახლოებით 500 ადამიანი აიცრას ადგილზე. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამოქალაქეებს შევუქმნათ უფრო კომფორტული გარემო იმისათვის, რომ მოვიდნენ და აცრა გაიკეთონ. როგორც კი მომართვიანობა გაიზრდება, ჩვენ გავზრდით რესურსებს და რომელ მუნიციპალიტეტშიც იქნება საჭირო ასეთი სივრცის მოწყობა, რა თქმა უნდა ადგილზე შესაბამის რეაგირებას გავაკეთებთ” .  – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g