LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონში პლასტიკატის მწარმოებელი ქარხანა შენდება

81

„საქკაბელი“ ბიზნესსა აფართოვებს და ზესტაფონში პლასტიკატის მწარმოებელ ქარხანას აშენებს.

როგორც ”ფორტუნას” შპს ”საქკაბელის” ხელმძღვანელმა ედიშერ მამალაძემ განუცხადა, ახალი ქარხანა ექსპლუატაციაში 2016 წლის მაისში შევა და მასში 50 ადამიანი დასაქმდება.

”ახალ ქარხანაში მომზადდება პლასტიკატის გრანულები, რომელიც ნედლეულის სახით გაიყიდება საიზოლაციო მასალის დამამზადებელებზე,“- განაცხადა მამალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები