ბაკურიანში ახლადგახსნილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Bakuriani Inn ჯადოსნური ძველით ახალი წლისთვის ემზადება და საკუთარ სტუმრებსა და დამსვენებლებს საოცარ საღამოს ჰპირდება.
13 იანვარს, Bakuriani Inn შექმნის იდეალურ სადღესასწაულო გარემოს აბსოლუტურად ყველასთვის: ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, ახალგაზრდა წყვილებისთვის… აქ ჩამოსვლისთანავე სტუმრებს შეექმნებათ საახალწლო განწყობა და მიეცემათ შესაძლებლობა, ზღაპრულ გარემოში სასიამოვნოდ გაატარონ დრო და თვითონაც ამ ზღაპრის მონაწილე გმირები გახდნენ.
როგორც Bakuriani Inn-ის მენეჯმენტში აცხადებენ, სტუმრები მიიღებენ ყველა სერვისს ერთ სივრცეში – Bakuriani Inn არის ადგილი, სადაც შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ!
რაც შეეხება უფრო დეტალურად 13 იანვრის საღამოს გრანდიოზულ პროგრამას, ის ასეთია: სტუმრების განწყობაზე და ხალისიანი საღამოს შექმნაზე იზრუნებს ზუკა ხუცუშვილი, ბენდთან და გუკა სალუქვაძესთან ერთად. სრული პროგრამის ღირებულება 700 ლარია, რაც მოიცავს სტანდარტულ ნომერს 2 პერსონაზე, 2-ჯერადი კვებით და რა თქმა უნდა, გალა-ვახშამს.
შეგახსენებთ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Bakuriani Inn -ის კარი პირველი სტუმრებისთვის ოფიციალურად 25 დეკემბერს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო აღჭურვილია 154 სხვადასხვა კატეგორიის ნომრით, მათ შორის: არის ლუქსის ტიპის, საოჯახო ტიპის ნომრები და ასევე საპრეზიდენტო. სასტუმროს ერთდროულად შეუძლია უმასპინძლოს 350 ადამიანს.
Bakuriani Inn-ის ფანჯრებიდან და აივნებიდან მთიანეთის დაუვიწყარი ხედები იშლება. როგორც Bakuriani Inn-ის მენეჯმენტში ამბობენ, სასტუმრო მაღალი ხარისხისა და კომფორტის გარდა, გამორჩეულია სერვისებითაც, სასტუმროში დაგხვდებათ: ტერასა; შშმ პირების მოთხოვნილებებზე მორგებული ოთახი; საოჯახო ტიპის ოთახი; პარკირების ადგილი; საბილიარდო; ბარგის შესანახი ოთახი; თხილამურებისა და ფეხსაცმლების შესანახი ოთახი; უკაბელო ინტერნეტი; ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები; დახურული საცურაო აუზი; მშრალი და სველი საუნები; სამასაჟო და სპა ცენტრი; ბავშვთა გასართობი სივრცე; 7 სხვადასხვა ტიპის ბარ-რესტორანი; 4 საკონფერენციო დარბაზი; 2 საკონცერტო დარბაზი; 24 000 კვ გამწვანებული ტერიტორია; 500 მეტრი სასეირნო ბილიკი ტერიტორიაზე და სხვა…