LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღაპრული გარემო და ცნობილი სტუმრები – ქართველი ბიზნესმენის ქორწილი ათენში

607
გივიკო ჩხარტიშვილი

საბერძნეთში, ათენის რივიერაზე, ბიზნესმენ გივიკო ჩხარტიშვილისა და მისი რჩეულის, მარიამის, გრანდიოზული ქორწილი გაიმართა.

ქორწილს არაერთი ცნობილი სტუმარი დაესწრო, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩაფრინდნენ. მათ შორის იყვნენ თოშა ქებურია, მეუღლესთან, ქეთი ჟღენტთან ერთად, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ოჯახთან ერთად, მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მეუღლესთან, ოთო ხუროძესთან ერთად.

სოციალურ ქსელში არაერთი კადრი გავრცელდა ულამაზესი ქორწილიდან.

„ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“, – წერს ქეთი ჟღენტი.

„როგორი ლამაზი დღე იყო არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად“, – წერს თაკო ნაცვლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g