LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვაში არა ერთს, არამედ 20 ხეს შეაცურებენ და ტყეს გააშენებენ

69

ჰოლანდიური ხელოვნების სტუდია Mothership გეგმავს, ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქ როტერდამში შექმნას მცურავი ტყე, ამის შესახებ ინტერნეტ-რესურსი Tech Insider წერს.

სტუდია 20 ხეს ჩარგავს ძველ ტივტივებში, რომელსაც ქალაქის ნავსადგომიდან წამოიღებენ.

Mothership მცურავი ხეების იდეაზე 2013 წლიდან მუშაობს, თუმცა განხორციელებას ხელი ბევრმა პრობლემამ შეუშალა.

სტუდიის დამფუძნებლის, იერუნ ევერერტის თქმით, ისევე, როგორც სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, ხეებს ზღვის დაავადება აღმოაჩნდათ. ძლიერი ტალღები ხეებს გაზრდის საშუალებას არ აძლევს. პრობლემის გადასაჭრელად სტუდია მუშაობდა ინჟინერ-ეკოლოგებთან, რომლებმაც გაარკვიეს,რომ ჰოლანდიური თელას ძლიერი რყევის როსაც კი შეუძლია გაიზარდოს. თავად ხე სწრაფად იზრდება, აქვს სქელი მერქანი, რომელსაც ქარი და წყალი ვერ დააზიანებს.

Mothership წყალში ტყის გასაშენებლად 20 ხეს აარჩევს.

b38da6fa-4963-40ed-8e6a-afbb577b8d9e

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g