LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვაზე მაშველებმა დღეს 17 ადამიანი გადაარჩინეს

177
66454312_2075924286045126_5570066270692311040_o

მაშველებმა, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან 5 არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაბა ურეკში, 2-დან 3 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ წყალში არ ჩავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები