LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც 2022 წლის დასაწყისი ყველაზე იღბლიანი იქნება

1655
38b4beff16c207f1495c8cd5b022c74a-quality-100Xallow-enlarge-0Xw-600Xh-0

ასტროლოგები 2022 წელს ნიშნების უმეტესობისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და გარდაქმნების წელიწადს უწოდებენ, თუმცა საინტერესოა, თუ ვინ იქნება გამორჩეულად იღბლიანი? 2022 წელი გამორჩეულად იღბლიანად ზოდიაქოს 4 ნიშნისათვის დაიწყება, რომელთა შესახებაც საკუთარ ბლოგზე ასტროლოგმა სიუზან ტეილორმა ისაუბრა.

ტეილორის თქმით, გამორჩეულად იღბლიან ნიშანთა შორის წლის დასაწყისში ვერძის, მორიელის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან.

ვერძი

იანვრის დასაწყისში ვერძებისათვის  ყველაფერი მშვენივრად იქნება. განსაკუთრებით ეს ეხება პარტნიორთან ჰარმონიულ სექსუალურ თანაცხოვრებას. რაც შეეხება კარიერას, ტეილორი ვერძებს იანვარში  საკუთარი მიზანდასახულობისა და გამბედაობის ხარჯზე კარიერაშიც წარმატებას უწინასწარმეტყველებს.

მორიელი

მორიელებისათვის 2022 წლის იანვარი მშვენიერი თვეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სიყვარულსა და ურთიერთობებს შეეხება. რაც შეეხება კარიერას, აქ  შეიძლება სირთულეებს ელოდოთ, მაგრამ თქვენ ძლიერი უნდა იყოთ და ცვლილებებს მზადყოფნაში შეხვდეთ.

მშვილდოსანი

მარსი და ვენერა მშვიდლოსნის  ნიშანში 2022 წლის იანვარში აღმოჩნდებიან, რის შედეგადაც მშვილდოსნები  წელს ვნებიანი პირადი ურთიერთობებით დაიწყებენ. რაც შეეხება პროფესიულ პერსპექტივას, შეგიძლიათ ელოდოთ, რომ თქვენი შრომისმოყვარეობა  ჯილდოს გარეშე არ დარჩება.

მერწყული

სატურნი და იუპიტერი მერწყულის გონებას უფრო ანალიტიკურს გახდიან, რაც მას კარიერული წინსვლის კუთხით გზას გაუხსნის. საინტერესო და მომგებიანი იქნება წლის დასაწყისი ფინანსური კუთხით, გამორიცხული არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური გარიგებები შემოგთავაზონ, რაც დიდ მოგებას მოგიტანთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები