LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგ საარჩევნო უბანზე პროვოკაციის მცდელობები შეინიშნება – თამარ ჩუგოშვილი

chugoshvili-1

ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში პირველი ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ არის დაფიქსიებული.

ის მოუწოდებს სამართალდამცველებს, წესრიგი იყოს დაცული უბნებზე, ვინაიდან რიგ ადგილებში შეიმჩნევა პროვოკაციის მცდელობები.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. სულ 3 მილიონ 528 ათას 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 30703 საარჩევნო უბანი,  მათ შორის 55 არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ცესკოს გადაწყვეტილებით, ეს უბნები ღამის 12 საათამდე იმუშავებს, ვინაიდან საზღვრებს გარეთ დღეს სამუშაო დღეა.

ადაბტირებულია 1268 საარჩევნო უბანი.

არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით, ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g