„ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია“,- ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაიყინა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო.
„ეს იყო ევროკავშირის გუშინდელი გაფართოების ანგარიშის ცხადი მესიჯი,” – წერს საქართველოში ესტონეთის ელჩი სოციალურ ქსელში.