რამდენიმე თვეში დიდ ეკრანებზე ზოი სალდანას ნახვა „გალაქტიკის მცველების“ გაგრძელებაში იქნება შესაძლებელი, მანამდე კი მსახიობმა იტალიური Grazia-ს იანვრის ნომრის ფოტოსესიისთვის მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ „გალაქტიკის მცველების“ შემდეგ, ვარსკვლავს „შურისმაძიებლების“ მომდევნო ნაწილში ვიხილავთ, ამის მერე კი „ავატარის“ მეორე ნაწილზე დაიწყება მუშაობა, რომელიც ეკრანებზე 2018 წელს გამოვა, მესამე სერიის პრემიერა კი 2020 წელს შედგება.