დამწყებმა მოდელმა, მსახიობმა და ცნობილი მშობლების – ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილმა ლილი როუზ დეპმა თაყვანისმცემლები შეაშფოთა. პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე გოგონა ავადმყოფურად გამხდარია.
რამდენიმე დღის წინ კალიფორნიელმა ფოტორეპორტიორებმა 16 წლის ლილი-როუზი დასავლეთ ჰოლივუდში, ერთ-ერთ ქუჩაზე გადაიღეს. გოგონა გაფითრებული იყო და ძლიერად ახველებდა. თაყვანისმცემლებმა ყურადღება მის სიგამხდრეზე გააკეთეს და აღნიშნავენ, რომ მოდელი ავადმყოფურად გამოიყურება.
ლილი-როუზი სამოდელო ბიზნესში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა მისი კარიერა წინ მიიწევს. გასულ წელს იგი „შანელის“ ახალი სახე გახდა.
შვილის კარიერულ ნახტომებს სკეპტიკურად უდგება ჯონი დეპი, იგი ამბობს, რომ შვილის გამო ნერვიულობს და არ ეგონა, რომ ლილი-როუზი ასე მალე შეძლებდა სიმაღლეებისკენ წასვლას.