LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

310
126311995-371964123878654-8298635719341945115-n

შემდეგი ადგილი, სადაც ზონალური პარკირება ამოქმედდება, იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პრინციპი იგივე იქნება. ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მოახდინოს საკუთარი  ავტომობილების რეგისტრაცია და მათთვის უფასო იქნება პარკირება.

სხვებისთვის პირველი 15 წუთი უფასო, ამის შემდეგ კი ჩაირთვება ღირებულება – 1 სთ 1 ლარი.

როგორც მერმა განაცხადა, ეს პროცესი დაიწყება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური პავილიონები მოიხსნება ვაკის რაიონში.

კალაძის თქმით, ამოქმედებისა და რეგისტრირების თარიღთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაცია მომდევნო მთავრობის სხდომებზე გახდება ცნობილი.

 

magti 5g