LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზრდასრულ ასაკში გაჩენილი შვილები სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდიან, ნიდერლანდელი მეცნიერების ახალი კვლევა

169
older woman pregnant

ქალები, რომლებმაც გადაწყვიტეს რომ შვილები შედარებით გვიან ასაკში გაეჩინათ, როგორც წესი, უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი ვინც დედა ადრეულ ასაკში გახდა. ასეთ დასკვნას ლეიდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) მეცნიერების უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.

მკვლევრებმა შეისწავლეს 11 ათასამდე დედის მონაცემი, რომელთა ასაკიც 50 წელზე მეტი იყო და მინიმუმ ერთი შვილი მაინც ჰყავდა ბუნებრივი გზით გაჩენილი.

ყველა რისკ ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ, სიკვდილიანობის ანალიზმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებსაც ბოლო შვილი გვიან ასაკში ჰყავთ გაჩენილი, როგორც წესი, უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ. ფაქტობრივად, ბავშვის გაჩენამდე ყოველმა დამატებითმა წელმა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 22 დღით გაზარდა. ასე რომ, ქალებმა რომლებმაც შვილი 45 წლის შემდეგ გააჩინეს, საშუალოდ 17 თვით უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი ვინც დედა 40 წლამდე ასაკში გახდა.

მკვლევართა აზრით, ასეთი შედეგი შესაძლოა ქალის გენეტიკურ მემკვიდრეობასთან იყოს დაკავშირებული, ისევე როგორც ცხოვრების წესთან. ასეა თუ ისე, სპეციალისტებს ჯერ კიდევ წინ აქვთ იმის გარკვევა, თუ როგორ მოქმედებს ბავშვის გაჩენის ასაკი დედის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g