LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდელმა ტეხურაში 1.8-მეტრიანი ლოქო დაიჭირა [ვიდეო]

3749
57398552_128306278326060_6535114910655840256_n

ზუგდიდელმა სერგო ყურაშვილმა მდინარე ტეხურაში დიდი ზომის ლოქო დაიჭირა, რომელიც დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის და 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია.

მისმა შვილმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილის თქმით, მისმა მამამ ლოქო ანკესის გამოყენებით დაიჭირა. მანვე განმარტა, რომ ისინი დიდი ზომის თევზების დასაჭერად შესაბამისი ანკესებს უყენებენ, რომლითაც 100 კილოგრამი წონის თევზის დაჭერაც შეუძლიათ.

“ტელეფონით დამირეკა. დავიჭირეო და მივედი. მე მამაჩემისგან 200 მეტრის მოშორებით ვთევზაობდი. ადრეც დამიჭერია თოთხმეტკილოიანია და 30-კილოგრამიანი თევზი, მაგრამ ეს ყველაზე დიდია. ბადით არ დავდივართ. მარტო ანკესით,” – განაცხადა მამუკა ყურაშვილმა “ლაივპრესთან”.

ფოტოზე სერგო ყურაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები