LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაღუპულები 30-წლამდე ძმები არიან

259
არ გადაკვეთო - შსს

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 30-წლამდე ძმები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ეცერის ტერიტორიაზე გადავიდა და მდინარეში გადავარდა. 

მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს. დაღუპულები ეცერიდან არიან.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276- მუხლით დაიწყო.

პოპულარულები